LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა გახდება ნატოს წევრი – რიში სუნაკი

158
ezgif-4-684e0db577

დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი აცხადებს, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდება.

“ივნისში ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციას ვუმასპინძლებთ. ერთად განვიხილავთ, როგორ გადავახდევინოთ რუსეთს რეკონსტრუქციისთვის. ცივი ომის შემდგომი ეპოქის ხელშეკრულებებმა და შეთანხმებებმა ვერ იმუშავა უკრაინისთვის, ამიტომ გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის ახალი სტრუქტურა გვჭირდება.

ადამიანის უფლებებიდან დაწყებული დაუფიქრებელ ბირთვულ საფრთხებამდე, საქართველოდან მოლდოვამდე, ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების მიღმა მყოფი ქვეყნების მიმართ, რუსეთმა დანაშაული ჩაიდინა. საერთაშორისო საზოგადოების პასუხი არ იყო საკმარისად მკაცრი. უკრაინა გახდება ნატოს წევრი, მაგრამ იქამდე, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების გასაძლიერებლად,” – რიში სუნაკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g