LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა, პრაქტიკულად, დაახლოებით 90-იან წლებს უბრუნდება: კობახიძე

196
ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმავე მდგომარეობაში უნდათ საქართველოს ხილვა, რა მდგომარეობაშიც ახლა უკრაინაა.

ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ ერთ წელიწადში, უკრაინა, დაახლოებით 90-იან წლებს უბრუნდება:

“პირდაპირ თქვა მაგალითად, დანილოვმა, პირდაპირი ტექსტით, რომ რუს სამხედროებს უნდა ჰქონდეთ სხვა საქმეც, გარდა უკრაინელი ქალებისა და ბავშვების დახოცვის. ანუ, ეს არის ქართველი ქალებისა და ბავშვების დახოცვა. ეს თქვა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

ანალოგიური განცხადებები გააკეთეს პოდოლიაკმა, არესტოვიჩმა და სხვებმა. არც მალავენ, ღია ტექსტით საუბრობენ იმაზე, რომ სურთ, საქართველო იხილონ იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის დღეს უკრაინა, უკრაინაში რუსული ოკუპაციის არეალი არის უკვე გაფართოებული, დაახლოებით, სამჯერ, ოთხჯერ.

ეკონომიკური პროგნოზი: არის 45-პროცენტიანი ვარდნა, პრაქტიკულად, დაახლოებით 90-იან წლებს უბრუნდება უკრაინა ერთ წელიწადში.

დაახლოებით 12,5 მილიონი უკრაინელი თავის საცხოვრებელ სახლში აღარ ცხოვრობს, მათ შორის დაახლოებით 4.5 მილიონი ქვეყნიდან არის გასული. წარმოიდგინეთ, ნახევარი მილიონი ქართველი რომ იყოს ქვეყნიდან გასული ან მილიონზე მეტი რომ არ ცხოვრობდეს თავის საცხოვრებელზე. ეს ჰუმანიტარული მხარე და პოლიტიკურად უაღრესად დამძიმებული ვითარება, ღია ტექსტებით საუბარი იმაზე, რომ ნატო აღარ აინტერესებთ და ა.შ. როდესაც უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმავე მდგომარეობაში უნდათ საქართველოს ხილვა, აქ რეაქცია უნდა გვქონდეს, ეს რეაქცია ვერ იქნება პოზიტიური და რბილი”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები