უკრაინაში მებრძოლი ქართველის დავით ქუქჩიშვილის ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მებრძოლიდან ერთი კონსტანტინოვსკის პროზექტურაშია გადასვენებული, მეორის ბრძოლის ველიდან გამოყვანას კი ამ დრომდე ცდილობენ.
რაც შეეხება დაჭრილებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
„ბახმუტის მისადგომებთან რუსებს დაეტაკნენ 28-ე ბრიგადაში გაფორმებული ქართველი პარტიზანები და შეტაკებაში ვაჟკაცურად დაიღუპნენ.
დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება. ერთ-ერთი დაღუპული გადაყვანილია კონსტანტინოვსკის პროზექტურაში.
ბიჭები ყველაფერს ცდილობენ, რომ მეორე მიცვალებულიც გამოიყვანონ. ისინი გმირები არიან, ვაჟკაცები არიან, სიცოცხლე გაწირეს სხვა ბიჭების გადასარჩენად“, – განაცხადა დავით ქუქჩიშვილმა „მთავარ არხთან“ საუბრისას.
უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღებას რუსეთი დიდი ძალებით, მრავალი კვირის განმავლობაში ცდილობს. ცოტა ხნის წინ ბახმუტში ერთბაშად ექვსი ქართველი ჯარისკაცის დაიღუპა.
ომის დაწყებიდან ამ დრომდე უკრაინაში უკვე 36 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.