LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინელებმა რუსების საზენიტო-სარაკეტო სისტემები, საბრძოლო მასალის საცავი, დრონები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა გაანადგურეს“ – უკრაინის გენშტაბი

136
უკრაინელი სამხედროები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების პოზიციებს 15, ხოლო რუსეთის საზენიტო სარაკეტო სისტემებს 6 დარტყმა მიაყენა.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს: რუსების შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის სამი ტერიტორია, S-300-სა და Tor-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, საარტილერიო დანადგარი, მტრის საბრძოლო მასალის საცავი და სადაზვერვო დრონი.

გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინაზე 97 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. მათ Shahed-ის ტიპის 59 დრონი გამოიყენეს, საიდანაც 58 უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს. ასევე, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში უკრაინის ჯარების პოზიციებს და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 39-ჯერ გაუხსნეს.