LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის გენერალური პროკურორი: მედვედჩუკის დამლაგებლის სახლის ჩხრეკისას 467 000 დოლარი და 87 000 ევრო იპოვეს

452
ვიქტორ მედვედჩუკი

უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიკტოვას ინფორმაციით, პრორუსი დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკის დამლაგებლის სახლის ჩხრეკისას 467 000 დოლარი და 87 000 ევრო აღმოაჩინეს.

უკრაინული მედიის ცნობით, დამლაგებლის სახლის ჩხრეკა მედვედჩუკის წინააღმდეგ აღძრული საქმის ფარგლებში განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ მედვედჩუკი წლების განმავლობაში ატარებდა პუტინის ინტერესებს უკრაინაში. ვლადიმირ პუტინი მისი შვილის ნათლიაა.

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, მედვედჩუკს ბრალი სახელმწიფო ღალატში ედება. იგი უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. ომის დაწყების შემდეგ კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნიდან გაიქცა მისი ცოლი.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობდა, მედვედჩუკი ჯერ დნესტრისპირეთში გადაეყვანა, შემდეგ კი – მოსკოვში. თუმცა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაქცეული დეპუტატი გზაში, კიევის რეგიონიდან გამგზავრებისას დააკავა.