LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის სამხედრო იერიშის შედეგად ხარკოვში მდებარე ალბანეთის საკონსულო განადგურდა

101
ხარკოვი

კვირას საღამოს რუსულმა რაკეტებმა, უკრაინის ქალაქ ხარკოვში, ალბანეთის საპატიო საკონსულო გაანადგურეს. ამის შესახებ გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომელშიც ნათქვამია, რომ საკონსულოს თანამშრომლებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა.

უფრო ადრე, 1 მარტს, ხარკოვში, თავისუფლების მოედანზე რუსული ჯარების სარაკეტო დარტყმის შედეგად, სლოვენიის საკონსულოს შენობა დაზიანდა.

ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავდასხმა დაგმო.

მანამდე რუსეთმა ალბანეთი, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად,„არამეგობრული ქვეყნების“ სიაშიშეიყვანა. მოსკოვი სამ ქვეყანას კრემლის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს.

სიაში ასევე შედიან ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, იაპონია, შვეიცარია და ახალი ზელანდია.

27 თებერვალს ალბანეთი ევროკავშირის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები