LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tass: რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სიაში საქართველო არ შეიყვანა – ნახეთ სია ვრცლად

1272
putini

რუსეთის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნების სია დაამტკიცა.

Tass-ის ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი აწერს ხელს. სიაში შედიან სახელმწიფოები და ტერიტორიები, რომლებიც „რუსეთის ფედერაციის, რუსეთის იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ არამეგობრულ საქმიანობას ეწევიან“.

სიაში საქართველო და მისი მეზობლები არ ფიგურირებენ.

დოკუმენტის მიხედვით, სიაში შედიან:

  • ევროკავშირის ქვეყნები
  • აშშ
  • ავსტრალია
  • ალბანეთი
  • ანდორა
  • გაერთიანებული სამეფო და მისი საზღვარგარეთის ტერიტორიები
  • ისლანდია
  • კანადა
  • ლიხტენშტეინი
  • მიკრონეზია
  • მონაკო
  • ახალი ზელანდია
  • ნორვეგია
  • სამხრეთ კორეა
  • სან მარინო
  • ჩრდილოეთ მაკედონია
  • სინგაპური
  • ტაივანი (ჩინეთი)
  • უკრაინა
  • მონტენეგრო
  • შვეიცარია
  • იაპონია

 

პოპულარულები