LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული სარდლობის ცნობით, ხერსონის ოლქში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს

68
630_360_1654616629-914

უკრაინულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით რუსული „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება.

“მტრის დადასტურებული დანაკარგებია : 83 რაშისტი, 5 ტანკი, 12 ჰაუბიცა, 3 ერთეული ჯავშანტექნიკა. ამასთან, გოლოი პრისტანში, ტომინა ბალკასა და სნიგირევკაში განადგურდა საბრძოლო მასალის 3 საცავი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სამხრეთ უკრაინის ოპერაციულ ზონაში ვითარება დაძაბული და დინამიურია.

მოწინააღმდეგე აგრძელებს თავდაცვით ბრძოლებს და დასახლებების დაბომბვას, საპასუხოდ, უკრაინულმა ავიაციამ მტერს 13-ჯერ დაარტყა, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი 250-ზე მეტი საცეცხლე ამოცანა შეასრულეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g