LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე გადატანილი ვირუსი, “ომიკრონით” ინფიცირებისგან 56%-ით იცავს – მძიმე, კრიტიკული და სასიკვდილო კოვიდისგან კი 88 %-ით: ახალი კვლევა

20314
1

რამდენად ამცირებს უკვე გადატანილი კოვიდინფექცია ხელახლა დაინფიცირების რისკს – ამ საკითხზე მსჯელობა აქტუალობას არ კარგავს იმ დღიდან, რაც პანდემიის საწყის ეტაპზე, რეინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა.

ეს საკითხი ყველაზე აქტუალური სწორედ ახლაა – ყველაზე სწრაფად გადამდები “ომიკრონის” გავრცელების ფონზე, არათუ რეინფიცირების, არამედ სამჯერ დაინფიცირების შემთხვევებიც იმატებს.

New England Journal of Medicine ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

უახლესი მონაცემების მიხედვით, უკვე გადატანილი ვირუსი, “ომიკრონით” ინფიცირებისგან 56%-ით იცავს.

აღნიშნული კვლევისთვის მკვლევრებმა ყატარში არსებული მონაცემები შეისწავლეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბუნებრივი იმუნიტეტს, ანუ უკვე გადატანილ ინფექციას შედარებით ნაკლებად შეუძლია – თავიდან აიცილოს “ომიკრონი”, ვიდრე ეს “ალფას”, “ბეტასა” და “დელტას” შტამების დროს იყო, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, დაცვა 56 %-მდე იზრდება, და ასევე უკვე გადატანილი ინფექცია, “ომიკრონის” დროს მძიმედ დაავადებისგანაც იცავს.

ეს მაჩვენებელი რიცხვებში ასე გამოიყურება, თუ:

უკვე გადატანილი ინფექცია “ალფა” ვარიანტით ინფიცირებისგან 90.2%-ით იცავდა,

“ბეტა” შტამის დროს ეს დაცვა 85.7% იყო,

“დელტა” შტამის დროს კი დაცვის პროცენტული მაჩვენებელი 92.0%-მდე იზრდებოდა.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გადატანილი ვირუსი, “ომიკრონით” ინფიცირებისგან ამ შემთხვევაში 56%-ით იცავს. მკვლევრები ამბობენ, რომ არცერთ ხელახალ დაინფიცირებას არ მოჰყოლია სიკვდილიანობა და ბუნებრივი იმუნიტეტი, “ომიკრონით” ინფიცირების დროს, მძიმე, კრიტიკული ან ფატალური შემთხვევებისგან 87.8%-ით იცავდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები