LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა დავგეგმოთ, რომ ავაცილოთ ქვეყანას ის ხიფათი, რაც ემუქრება რეალურად – დიმიტრი ხუნდაძე

117

„უნდა დავგეგმოთ, რომ კიდევ ერთხელ გავიდეთ სასურველ შედეგზე, ავაცილოთ ქვეყანას ის ხიფათი, რაც რეალურად ემუქრება,“ – ამის შესახებ მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში განაცხადა, სადაც პარტიის ლიდერები რეგიონების წარმომადგენლებს ხვდებიან.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, შესაძლოა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხი დადგეს, როცა მეორე მხარე, ოპონენტი არის „ნაციონალური მოძრაობა“.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ უშუალოდ ცალკეული რეგიონების განხილვას. განვიხილავთ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებულ პრობლემებს და კონკრეტულად იმ ვითარების შეფასებას, თუ რატომ მოხდა, რომ არ დადგა სასურველი შედეგი. უნდა დავგეგმოთ, რომ კიდევ ერთხელ გავიდეთ სასურველ შედეგზე, ავაცილოთ ქვეყანას ის ხიფათი, რაც ემუქრება რეალურად. მეორე მხარე, ანუ ოპონენტი არის „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ხიფათი არის არა მხოლოდ პარტიის, არა მხოლოდ ამომრჩევლის ერთი ნაწილის, არამედ ეს არის ხიფათი ქვეყნის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხის,“ – განაცხადა ხუნდაძემ.