LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია დიმიტრი ჩიქოვანის მდგომარეობა – „ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს

134
დიმიტრი ჩიქოვანი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დიმიტრი ჩიქოვანი, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, კვლავ კლინიკაში რჩება.

მათივე ცნობით, ირაკლი ჩიქოვანს კვლევები უტარდება.

დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ

„გუშინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან სამთავრობო „ზონდერები“ თავს დაესხნენ და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.

დიმიტრი ჩიქოვანი ამჟამად კლინიკაშია, მას უტარდება კვლევები და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის, გასულ ღამით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა თბილისში, ქუჩაში ასევე, ფიზიკურად იძალადეს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გია ჯაფარიძეზე და აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეზე.

„გადატრიალდნენ და გადმოტრიალდნენ თავიანთ ოფისებში, თავი დაანებონ პარლამენტს და სახელმწიფო უწყებების შენობებს“ – ვახტანგ გომელაური

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები