LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,უნდა მომზადდეს კრამერის სია და შევიდეს ყველა ის “პარტნიორი”, რომელიც ცინიკურად გვაიძულებს ბოკერია- სააკაშვილების შეყვარებას!”

273
inashvili

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ამერიკელი მკვლევრებისა და ყოფილი დიპლომატებისთვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ანტიდასავლური ინიციატივის შესახებ ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ მისი პარტია პარლამენტში კენჭის საყრელად ე.წკრამერის სიას მოამზადებს.

,,ამ სიაში უნდა შევიდეს მეთიუ ბრაიზაც და ყველა ის “პარტნიორი”, რომელიც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მწამებელ-ბოკერია- სააკაშვილებს უჭერს მხარს და ცინიკურად გვაიძულებს მათ შეყვარებას! ამ ხალხს უნდა აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა! აი, ამას გააკეთებს პატრიოტთა ალიანსი. ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ბოლოს და ბოლოს უნდა გააცნობიერონ, რომ ქართველ ხალხს დაუჭირონ მხარი! ვის შევიყვარებთ და ვის-არა, ეს ქართველი ხალხის საქმეა!”

ირმა ინაშვილი 15 სექტემბერს აშშ-ის საელჩოსთან აქციას აანონსებს.რაც შეეხება დევიდ კრამერთან მომხდარ ინციდენტს, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი პოზიციას არ ცვლის და ამბობს, რომ ,,კრამერი არის მატყუარა, თავხედი და უზრდელი ადამიანი”.

მიზანი კონფერენციის ჩაშლა რომ ყოფილიყო, 10 000 კაცთან ერთად მივიდოდი - ინაშვილი აშშ-ს საელჩოსთან აქციას აანონსებს

,,დევიდ კრამერი არის დიდი ტყუილი, დასკვნა არის მარტივი - კრამერი არის მატყუარა, თავხედი და უზრდელი ადამიანი"

მისი თქმით, მათ შორის შეხვედრა ჯერ კიდევ 2010 წელს გაიმართა. დეპუტატის განცხადებით, გუშინდელ კონფერენციაზე კრამერი მას ხელით შეეხო, რაც მიუღებელია. ინაშვილი ითხოვს, დევიდ კრამერს საქართველოში შემოსვლა აეკრძალოს.

უფრო ვრცლად იხილეთ –საერთაშორისო სკანდალი: ინაშვილმა უცხოელი სტუმარი ქართულად გალანძღა [ვიდეო]