LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო სკანდალი: ინაშვილმა უცხოელი სტუმარი ქართულად გალანძღა [ვიდეო]

2659
2sad

საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილი სკანდალში გაეხვა. ის ადგილზე მივიდა და მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

ამის გამო, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერსა და ირმა ინაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

კონფლიქტი ქართულ-ინგლისურ ენაზე წარიმართა.

ინაშვილმა მას ქართულად მიმართა, რომ „ამდენი ტყუილის გამო, პასუხს აგებდა“.

რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ სურდა ინაშვილს კონფერენციაში მონაწილეობის მიღება, მან განმარტა, რომ გუშინ, მთელი დღის განმავლობაში და დღესაც მათზე [პატრიოტთა ალიანსზე] საუბრობენ და მიიჩნევს, რომ ამის მოსმენის უფლება აქვს.

ირმა ინაშვილს და კამერებს დარბაზი დაატოვებინეს.

“უამრავ ცილისწამებას ავრცელებს ჩვენზე და არის მწამებელი. მან ჩააბარა კოდორი და აფხაზეთი,” – განაცხადა მოგვიანებით ინაშვილმა კამერებთან.

 


ცნობისთვის, დევიდ კრამერი 
ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწეა. კონფერენიცა კი მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება და მას მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები