LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური სასტუმრო სამეგრელოში, რომლის არც ერთი ნომერი ერთმანეთს არ ჰგავს

13459
12f8aca2243ee001

მდინარე ტეხურის ხეობა, მთები, ისტორიული ნაგებობები, სიმწვანე და საოცარი სიმშვიდე, რომელსაც სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტში მიაგნებთ. სოფელ ნოქალაქევში კი უნიკალური ტიპის სასტუმრო ფუნქციონირებს, სახელწოდებით „თომას სახლი“, რომელიც დამსვენებლებს 4-ივე სეზონზე მასპინძლობს.

როგორც „ფორტუნას“ აღნიშნული განთავსების ობიექტის დამფუძნებელმა გიორგი ჯახუამ განუცხადა, „თომას სახლი“ დაახლოებით 5 წლის წინ გაიხსნა და ის ადგილობრივი სასტუმროებისგან ვიზუალით გამოირჩევა.

„სასტუმრო 3 სართულიანია და ერთდროულად 20 სტუმრის მიღება შეუძლია. ის ქართული ქვისა და ნატურალური ხის კომბინაციით აშენდა და ძალიან ორიგინალური ინტერიერ-ექსტერიერი აქვს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სასტუმროს არც ერთი ნომერი ერთმანეთს არ ჰგავს. თითოეულის დიზაინი განსხვავებულია“, – ამბობს „თომას სახლის“ დამფუძნებელი.

გიორგი ჯახუას ინფორმაციით, „თომას სახლში“ ერთი ღამის გატარება 65 ლარი ჯდება. ამ თანხაში შედის საუზმეც. სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია: საუნა, რუსული აბანო, რესტორანი, ბარი და სხვა სივრცეებიც. „თომას სახლი“ დამსვენებლებს გართობასაც ჰპირდება და უზრუნველყოფს სამეგრელოს ტერიტორიაზე როგორც საცხენოსო, ისე სამანქანო ტურებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g