LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნივერსიტეტმა დამიფინანსა სწავლის გადასახადი“ – ანი ჭიღიტაშვილი სწავლას ბერკლიში გააგრძელებს

236
ანი

ანი ჭიღიტაშვილი სწავლას კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში გააგრძელებს. უნივერსიტეტმა ქართველ გოგონას სწავლის გადასახადი დაუფინანსა. ანი აშშ-ში არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის.

„უნივერსიტეტმა დამიფინანსა სწავლის გადასახადი და ასევე მომანიჭა advanced placement, რაც გულისხმობს 3 წლიან არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამის 2 წელში გავლას.

უკვე 5 წელია ვმუშაობ საქართველოში როგორც არქიტექტორი კომპანია Khmaladze Architects-ში, რომელიც დღეს საქართველოს ყველაზე წარმატებული არქიტექტურული პროექტების ავტორია და არაერთი საერთაშორისო ჯილდოც გვაქვს მოპოვებული სხვა და სხვა ფუნქციის პროექტებისთვის.

ვფიქრობ, რომ ეს მაგისტრატურა ჩემთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რადგან Berkeley-ს უნვერსიტეტი დღეს წამყვანია ინოვაციური ტექნოლოგიების განხრით და ასევე დიდ ყურადღებას აქცევს მდგრადობას და ეკომეგობრულობას, როგორც არქიტექტურაში, ასევე სხვა პროგრამებშიც.

რადგან უკვე მაქვს არქიტექტურულ საქმიანობაში გამოცდილება, ვფიქრობ, რომ ამ კურსის ფარგლებში მივიღებ საერთოდ განსხვავებულ ცოდნას და პრაქტიკას, რაზეც საქართველოში ხელი ამჟამად არ მიმიწვდება და სამომავლოდ დიდი სურვილი მაქვს ეს ყველაფერი საქართველოში არქიტექტურის სფეროს განვითარებას მოვახმარო“, – ამბობს ანი ჭიღიტაშვილი.

 

წყარო: Entrepreneur Georgia

 

გაიცანით ქართველი გოგონა, რომელმაც ამერიკულ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე 90%-იანი დაფინანსება მოიპოვა

ნინო დემეტრაშვილი, ჩინეთის მთავრობის დაფინანსებით, სწავლას თიენძინის უნივერსიტეტში გააგრძელებს

ვახტანგ გვენეტაძე იტალიაში Luiss Business School-ის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის

თინათინ გორგიანი კორეის რესპუბლიკაში სრული დაფინანსებით ისწავლის

ქართველი გოგონა შვედურ გაზეთში ჟურნალისტად იმუშავებს – ლიკა კობეშავიძემ Lund-ის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე დაფინანსება მოიპოვა

magti 5g