ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი და აუცილებელი რამ გახდა. ახალი თაობები კი მასზე უფრო ემტად არიან დამოკიდებულები.

ბავშვებისთვის ინტერნეტთან ურთიერთობა აუცილებელია, უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის. თუმცა ხანგრძლივობასთან ერთად, აუცილებელია იმ საფრთხის კონტროლი, რაც ვირტუალური სამყაროდან მოდის.

IDFI-ის მშობელთა გზამკვლევი გთავაზობთ ფუნქციებს, ყველაზე პოპულარული მოწყობილობებისა (Windows 7 და 10, Android, iPhone, iPad) და პლატფორმებისთვის (Google, Youtube და Facebook).

Google

Google SafeSearch ფუნქცია, ავტომატურად ფილტრავს საფრთხის შემცველ ინფორმაციას.

მის გასააქტიურებლად ეწვიეთ:

  • http://www.google.com/preferences -ს
  • მონიშნეთ უსაფრთხო ძიების ჩართვა SafeSearch Filters

იმისთვის, რომ ბავშვმა ვერ მოახერხოს ამ პარამეტრის შეცვლა

  • SafeSearch Filters-ის გვერდით დააჭირეთ უსაფრთხო ძებნის ჩაკეტვას (Lock SafeSearch)

უსაფრთხო ძიების ფუნქცია Android პლატფორმაზე

Google აპლიკაციის შემთხვევაში:

  1. გახსენით აპლიკაცია
  2. ქვედა მარჯვენა კუთხეში მონიშნეთ Menu Settings Accounts & Privacy
  3. „SafeSearch“ ფილტრის გვერდით გადაწიეთ ჩამრთველი „On“.

ტელეფონის ბრაუზერის შემთხვევაში:

  1. გახსენით ძიების პარამეტრები (Search Settings)
  2. მოძებნეთ „SafeSearch filters“ განყოფილება
  3. მონიშნეთ „Filter explicit results“
  4. ეკრანის კიდეში დააჭირეთ „Save“-ს.

ტაბლეტის ბრაუზერის შემთხვევაში:

  1. გახსენით ძიების პარამეტრები (Search Settings)
  2. მოძებნეთ „SafeSearch filters“ განყოფილება
  3. მონიშნეთ „Filter explicit results“
  4. ეკრანის კიდეში დააჭირეთ „Save“-ს.

Android ტელევიზიის შემთხვევაში:

  1. (საწყისი გვერდიდან) გახსენით პარამეტრები (Settings)
  2. მოძებნეთ სექცია „Preferences“ და მონიშნეთ Search (ძიება) > SafeSearch filter (უსაფრთხო ძიების ფილტრი)
  3. მონიშნეთ „On“

YouTube

გახსენით YouTube-ი, პანელის მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული ღილაკით გადადით თქვენს ანგარიშზე, მენიუში მონიშნეთ „Restricted Mode“

 

YouTube-ის

უსაფრთხო ძიების გააქტიურება iPhone და iPod Touch-ზე

გახსენით ბრაუზერი Safari და ეწვით www.youtube.com-ს

დააწექით YouTube-ის ლოგოს ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში, შემდეგ კი მონიშნეთ Sign in

“Safety Mode“ წარწერის გასწვრივ მონიშნეთ “Off” და გადაიყვანეთ იგი “On”-ზე

მნიშვნელობა არ აქვს, იყენებთ სმარტფონს, თუ ტაბლეტს, ნაბიჯები უსაფრთხო ძიების გასააქტიურებლად ერთნაირია. ამისათვის.

 

უსაფრთხო რეჟიმის გააქტიურება Windows 7-ზე

გახსენით “Start Menu” და მოძებნეთ “Parental Controls” ან გახსენით “Control Panel” და შემდეგ – “Parental Controls”

აირჩიეთ თქვენი ბავშვის ანგარიში, რომელზეც გსურთ უსაფრთხო რეჟიმის გააქტიურება

დარწმუნდით, რომ ადმინისტრატორის ანგარიში პაროლით არის დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვს შეეძლება ამ რეჟიმის გამორთვა და კომპიუტერის გამოყენება შეზღუდვების გარეშე.

აკონტროლეთ ბავშვის მიერ ეკრანთან გატარებული დრო – მონიშნეთ “Time limits”. თუ გსურთ, ბავშვს დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით მისცეთ კომპიუტერით სარგებლობის უფლება, დაბლოკეთ ყველა ის დრო (კვადრატი), როდესაც არ გსურთ ბავშვმა მოიხმაროს კომპიუტერი.

Windows 10

Windows 10-ზე Microsfot-ს გააჩნია „Family Security settings“ ფუნქცია. მის გასააქტიურებლად:

  • გახსენით პარამეტრები (Settings) და აირჩიეთ ანგარიშები (Accounts);
  • მარცხენა მხარეს არსებულ სვეტში იპოვნეთ საოჯახო ფუნქცია (Family & other people), მონიშნეთ იგი, შემდეგ კი მონიშნეთ – “Add a family member
  • გამოჩნდება მენიუ, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ, დაამატოთ ბავშვის, ან ზრდასრულის ანგარიში.
  • მონიშნეთ ბავშვი (Add a child), შემდეგ კი – „The person who I want to add doesn’t have an email address“
  • სისტემა თქვენი ბავშვისთვის ელფოსტის შექმნას მოგთხოვთ. შეიყვანეთ დეტალები შესაბამის ველებში და უსაფრთხოებისთვის დაამატეთ ტელეფონის ნომერი.

 

ანგარიშზე პარამეტრების შესაცვლელად, ახლადშექმნილი ანგარიშის ქვემოთ დააწექით „Manage family settings online“, იგი Microsoft-ის ვებგვერდზე გადაგამისამართებთ. აქვე გამოჩნდება თქვენი ოჯახის წევრების ანგარიშები. თითოეული ანგარიშის მარჯვნივ არის ჩამონათვალი, საიდანაც შეგიძლიათ, შეამოწმოთ საქმიანობა, დანახარჯები, ეკრანთან გატარებული დრო და ა.შ.

ასევე არის ღილაკი “More”, რომელზე დაჭერითაც ვებბრაუზერის ფილტრს გახსნით:

ვებ ბრაუზერის ფილტრი თქვენს ბავშვს შეუსაბამო ვებგვერდებისა და მასალებისგან დაიცავს. მისი მეშვეობით, შეგიძლიათ შეადგინოთ ნებადართული ვებგვერდების სია, სადაც აკრძალულ ვებგვერდებსაც მიუთითებთ. ის ასევე ფილტრავს იმ მასალას, რასაც თქვენი ბავშვი Windows store-ზე (Windows ონლაინ მაღაზია) პოულობს. ფილტრის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ, მიუთითოთ კონკრეტული ასაკი და მასალები ამ ასაკის შესაბამისად გაიფილტრება.

გამოსადეგი ფუნქციაა ასევე “Screen Time”. იგი გეხმარებათ, აკონტროლოთ, რამდენი საათი იყენებს თქვენი ბავშვი დღეში კომპიუტერს. დროზე ლიმიტის დაწესებისას, შეგიძლიათ მონიშნოთ დღის მხოლოდ ის მონაკვეთი, როდესაც თქვენი ბავშვი გამოიყენებს კომპიუტერს.

კიდევ უფრო ვრცლად ფილტრების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე

 

Android

ეს რეჟიმი მუშაობს Android 5.0 (ან მომდევნო) ვერსიებზე (4.3 ან მომდევნო ვერსიებზე პლანშეტის შემთხვევაში) Android-ის სხვადასხვა ვერსიაზე ინტერფეისი არაერთგვაროვანია, შესაბამისად, პარამეტრებიც სხვადასხვანაირად ჩანს. თუმცა, უსაფრთხო რეჟიმის პროცესის გააქტიურება ერთნაირად ხდება – პირველ რიგში უნდა მოიძიოთ “User” (მომხმარებლის) პარამეტრები.

ეკრანის ზემოდან ჩამოშალეთ პანელი, რათა გამოაჩინოთ პარამეტრები.

გახსენით პარამეტრები და მოძებნეთ „Users”. ამ განყოფილებაში იხილავთ თქვენს ანგარიშს ან ტელეფონის მფლობელის მთავარ ანგარიშს. აქვე იქნება ახალი ანგარიშის დამატების პარამეტრი – „Add user”, მონიშნეთ იგი. დააჭირეთ “ok”-ს, შემდეგ კი „Set Up Now”-ს. მოწყობილობა ავტომატურად გამოგთიშავთ სისტემიდან და ახალი ანგარიშით შესვლას მოგთხოვთ (ამ შემთხვევაში ბავშვის ანგარიშით)

მონიშნეთ “Continue” პანელის მარცხენა მხარეს. სისტემა გკითხავთ, გსურთ თუ არა, შეხვიდეთ Android ანგარიშით. თუ გსურთ, რომ ბავშვმა ვერ მოახერხოს აპლიკაციების, მუსიკის, თამაშების, ვიდეოებისა და ა.შ. გადმოწერა, დააჭირეთ “Skip Setup”-ს. ამის შემდეგ, თქვენი ანგარიშით კვლავ შეძლებთ აპლიკაციების გადმოწერას.

iPhone/Ipad

გახსენით პარამეტრები (Settings) და აირჩიეთ „Restrictions“, შემდეგ კი „Enable Restrictions“.

ამის შემდეგ, იმ ფუნქციების ჩართვა შეგიძლიათ, რომელზეც ფიქრობთ, რომ ბავშვის ასაკს შეეფერება. აქვე შეგიძლიათ შეზღუდოთ მოწყობილობის წვდომა გარკვეულ სიმღერებსა თუ ტელე გადაცემებზე iTunes-იდან.

P.S. დააყენეთ პაროლი, რათა ბავშვმა ვერ შეძლოს შეზღუდვების მოხსნა

თუმცა, ბოლომდე დაცულები მაინც არ ხართ, იმიტომ რომ …

ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ამცირებს იმის შანსს, რომ თქვენი შვილის თვალთახედვის არეში არასასურველი კონტენტი მოხვდეს. თუმცა, როგორც “ფორტუნასთან” ინტერნეტ ტექნოლოგიების სპეციალისტმა, კოტე სტალინსკიმ განაცხადა, ბავშვებს ინტერნეტისგან აბსოლუტურად ვერ დაიცავთ.

“პანაცეაა რა! მე ვერანაირი ხერხი ვერ მოვიფიქრე…

wifi-ს გათიშავ, 4G-ს ჩართავს ინტერნეტში. ფლიტრები ძირითადად desktop კომპიუტერებისთვისაა განკუთვნილი. თუკი ბავშვს ყიდულობენ მობილურ ტელეფონს, ის უკვე აღარ არის დაცული ინტერნეტიდან მომავალი ინფორმაციისგან”, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ბავშვების უმეტესობას, ფილტრების მოხსნა მარტივად შეუძლიათ.

ამის გამო, კოტე სტალინსკი ფიქრობს, რომ ნებისმიერი უსაფრთხოების პროგრამის ან ფილტრის შექმნა, დროის უაზრო ხარჯვაა და ყურადღება ბავშვების განათლების და ცნობიერების ამაღლებაზე უნდა გამახვილდეს.

“ყველაზე კარგი დაცვის ხერხი ესაა: ბავშვებს უნდა ვასწავლოთ არ გახდნენ კიბერბულინგის მსხვერპლი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამული უზრუნველყოფის დაცვა. ზოგადად, დიდებმაც და პატარებმაც უნდა ისწავლონ, რომ არ დააყენონ ისეთი პროგრამები, რომლებიც დაჰაკავენ პირად ინფორმაციას და დააგზავნიან.

მესამე საკითხი კი ეთიკის დაცვაა: ბავშვებს უნდა ვასწავლოთ რომ არ დაარღვიონ სხვისი უფლებები და არც სხვას დაარღვევინონ საკუთარი”, – აღნიშნა კოტე სტალინსკიმ.

ვფიქრობთ, ზემოთ აღნიშნული ხრიკებისა და ტექნოლოგიების სპეციალისტის მიერ მოცემული რჩევის მიქსის ერთად გამოყენება, ბავშვების უსაფრთხოებისთვის, საუკეთესო ვარიანტია.

თამთა უთურგაშვილი Ad desktop banner Ad mobile banner

კატეგორიები: ანალიტიკა
თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები