LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

USAID გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალ საწარმოებს დააფინანსებს

205
707590d2008a8e80f15b39c1bedd85e7-XL

„საპარტნიორო ფონდისა“ და USAID Zrda-ს  ერთობლივი პროექტით საოკუპაციო გამყოფი ზოლის (აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი) მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება. პროექტს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ განახორციელებს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პროექტის ფარგლებში სახელწოდებით, „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“,  გრანტის სახით 500 000 აშშ დოლარს გამოჰყოფს, რომლითაც „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულები დაფინანსდებიან. დამწყებ მეწარმეებს შანსი ეძლევათ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე  სოფლებში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესები წამოიწყონ.

პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს, რომლებიც საკუთარ ბიზნესსაქმიანობას საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, USAID Zrda „საპარტნიორო ფონდისგან“ მიღებულ დაფინანსებას გრანტით გაუორმაგებს.

„საპარტნიორო ფონდისა“ და USAID Zrda-ს ერთობლივი პროექტის  პრეზენტაცია სიმბოლურად, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრში შედგა. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი დანელიამ და USAID Zrda-ს ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა მოაწერეს, რომლის თანახმად, „საპარტნიორო ფონდი“ და USAID Zrda საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინვესტირებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობენ ხელს.

პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება „სტარტაპ საქართველოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.startup.gov.ge უკვე შესაძლებელია.

ცნობისთვის, „სტარტაპ საქართველო” სს „საპარტნიორო ფონდის” მიერ დაფუძნდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას საქართველოში. პროგრამა „საპარტნიორო ფონდისა“ და „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ მიერ ერთობლივად მომზადდა. „სტარტაპ საქართველოს“ ამ დროისთვის 101 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 91 ინოვაციურ, 20 კი მაღალტექნოლოგიურში კომპონენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები