LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უთანხმოება ძაღლის საბუთის გამო: მოქალაქე თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა

883
ვეტ-პასპორტი

საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ერთ-ერთ თანამშრომელზე თავდასხმა მოხდა.
თავდასხმა კინოლოგიური ფედერაციის ოფისში, პეკინის ქუჩაზე 21 სექტემბერს მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით კინოლოგიური ფედერაციის უფროსი გია გიორგაძე „ფორტუნასთან“ ყვება, რომ უთანხმოება ძაღლის საბუთის მოთხოვნას მოჰყვა. მისი თქმით, მოქალაქე ფედერაციის თანამშრომელს, ძაღლის საბუთის გაკეთებას სთხოვდა, რაზეც თანამშრომლისგან, საერთაშორისო ნორმების მიხედვით, არასაკმარისი დოკუმენტების გამო უარი მიიღო.

გია გიორგაძე ჩვენთან საუბრისას დაპირისპირების დეტალებს აღწერს. ის აღნიშნავს, რომ დაპირისპირება ცალმხრივად, მოქალაქის მხრიდან მოხდა. თავდაპირველად მოქალაქემ თავში გაურკვეველი ბლაგვი საგანი ჩაარტყა, ფიზიკურად გაუსწორდა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. მომხდარი ფაქტის მოწმე აზერბაიჯანის მოქალაქე ქალბატონია.

როგორც ფედერაციის უფროსი ჰყვება, მათ თანამშრომელს საკმაო დაზიანებები აღენიშნება. დაზარალებული რამდენიმე დღე მკურნალობას საავადმყოფოში გადიოდა. დღეის მდგომარეობით ის შინ განაგრძობს მკურნალობას.

გია გიორგაძე

 

საქართველოს კინოლოგიის ფედერაციაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, „ფორტუნამ“ ინფორმაცია შსს-ში გადაამოწმა, სადაც მომხდარ ფაქტს ადასტურებენ. მათივე ინფორმაციით, საქმის გამოძიება დაწყებულია და ის 126-ე მუხლის, პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები