“ჩვენ გვსურს რაც შეიძლება მეტი ქალის ხმა ისმოდეს მართლმსაჯულების სისტემაში. ჩვენ გვინდა აქტიურად ვილაპარაკოთ როგორც იმ პრობლემების შესახებ, რაც არის, ასევე ვაჩვენოთ ის დადებითი, რაც ხდება სასამართლოში. ” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, მირანდა ერემაძემ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვაზე პასუხად, რომელიც მოსამართლე ქალთა ასოციაციის ფუნქციას შეეხებოდა. მირანდა ერემაძე მოსამართლე ქალთა ასოციაციის თავმჯდომარეა 2019 წლიდან.
ერემაძე აცხადებს, რომ ქალები სასამართლო სისტემის შიგნით ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავებაზე თავად ამბობენ უარს. მისი თქმით, ამის მიზეზი “ქალისთვის დამატებითი ფუქნციებია – ოჯახი, შვილები”.
,,მე პირადად მირჩევნია სამოსამართლეო საქმიანობა განვახორციელო, რაც სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე ადმინისტრაციული ფუქნციები შევასრულო. მოგეხსენებათ, ქალების და კაცების შემთხვევაში თანაბარი დატვირთვა არ არის”- თქვა მირანდა ერემაძემ
მირანდა ერემაძე უკვე მეოთხე კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში გადაგზავნილი უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების სიიდან. კომიტეტზე უკვე მოუსმინეს თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილს და შოთა გეწაძეს.
უზენაესის კანდიდატი: აბორტისთვის მხოლოდ დედის სურვილი საკმარისი არ უნდა იყოს
შოთა გეწაძე ექსტრემალური გამონაკლისების გარდა, აბორტის აკრძალვის მომხრეა
მოსამათლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტმა 23 სექტემბერს დაიწყო.