LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზენაესის კანდიდატი: აბორტისთვის მხოლოდ დედის სურვილი საკმარისი არ უნდა იყოს

201
gewadze10

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, შოთა გეწაძე ექსტრემალური გამონაკლისების გარდა, აბორტის აკრძალვის მომხრეა. ამის შესახებ მან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომან გოცირიძის კითხვის პასუხად თქვა. გეწაძე ამბობს, რომ აბორტისთვის მხოლოდ დედის სურვილი საკმარისი არ უნდა იყოს.

უვადო მოსამართლეობის კანდიდატს მიაჩნია, რომ აბორტი დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს სამედიცინო ჩვენება, ქალი გააუპატიურეს, ან ინცესტია.

აბორტის ტოტალურ აკრძალვაზე მე არ ვსაუბრობ. პირიქით, მე ამის წინააღმდეგ გამოვდივარ. მე დავწერე, რომ აბორტის სრულად აკრძალვა არის გულუბრყვილობა, არ შეიძლება… უბრალო სურვილი დედისა, რომ აღარ მინდა ნაყოფი და მოვიცილო, ეს აღარ უნდა იყოს….თუ ნაყოფის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, თუ დედის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, თუ ნაყოფის ჩასახვა მოხდა გაუპატიურების გზით, ინცესტის გზით, ასეთ დროსაც ვეთანხმები აბორტს“, – განაცხადა გეწაძემ.– განაცხადა გეწაძემ.

შოთა გეწაძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომელსაც პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში განსამწესებლად კენჭი უნდა უყაროს. ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის თითოეული კანდიდატურის განხილვა ორშაბათიდან დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები