LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში აბორტი იკრძალება და დასჯადი ხდება?

498
ABORTI 22

საქართველოში შესაძლოა აბორტი აიკრძალოს. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა დამოუკიდებელ დეპუტატს ალექსანდრე ერქვანიას ეკუთვნის.

დეპუტატი ამტკიცებს, რომ ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ქვეყანაში უნდა აიკრძალოს.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში მომზადებული შესაბამისი ცვლილებები უკვე ინიცირებულია.

კანონპროექტის გათვალისწინებით, ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს.

პროექტში აღნიშნულია, რომ ორსულობის შეწყვეტა უნდა მოხდეს სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, კანონპროექტით აიკრძალება ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა.

აღნიშნული ქმედება ხდება დასჯარი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით სასჯელის სახედ ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ანდა თავისუფლების აღკვეთას თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

ცვლილება უზრუნველყოფს მუცლადმყოფი ბავშვთა სოცოცხლის დაცვას მათი ჩასახვის მომენტიდან, ხელს შეუწყობს შობადობის გაზრდას, ქალთა დაცვას იმ ფიზიკური თუ ფსიქიკური გართულებებისგან, რომელიც თან სდევს აბორტის გაკეთებას, დემოგრაფიული ვითარების გამოსწორებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები