LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოშტარია: ვაჩვენოთ უკრაინას ურყევი სოლიდარობა! ხვალ პარლამენტის წინ გელოდებით ყველას, რათა ხელი მოვაწეროთ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას

82
1

პარტია “დროას” ინიციატივით უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა.

პეტიციის ადრესატი საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლებაა.

პარტიის ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ხვალ, 28 იანვარს, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ, ეპატიჟებიან ნებისმიერ მსურველს, რათა ხელი მოაწერონ უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას:

“რადგანაც საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო უკრაინის მიმართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მხარდაჭერისა და სოლიდარობის ასახვა საპარლამენტო რეზოლუციაში, ვერ გაბედა ტექსტში რუსეთის, როგორც აგრესორისა და დამნაშავის ხსენება, ჩვენ, პოლიტიკოსებმა, აქტივისტებმა და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, საკუთარი ინიციატივით მოვაწეროთ ხელი ჩვენი მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერ განცხადებას.

გელოდებით ყველას პარლამენტის წინ, ვაჩვენოთ უკრაინას ჩვენი მკაფიო და ურყევი სოლიდარობა!

პეტიციაზე ხელის მოწერა შესაძლებელია ონლაინაც”, – წერს ხოშტარია “ფეისბუქში”.

რაც შეეხება პეტიციას, სრულ ტექსტს გაეცნობით აქ:

“სოლიდარობას ვუცხადებეთ მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს;

მივიჩნევთ, რომ რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის აუცილებელია, რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი უკანონოდ იმყოფებიან;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, საკანონმდებლო და დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძონ და გააძლიერონ საქართველოს წვლილის შეტანა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის არდაშვებაში და უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებაში”, – აღნიშნულია მიმართვაში.

პოპულალურები