LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების განთავისუფლების გარეშე, ეს გამოიყურება არალეგიტიმური პარლამენტის უბრალოდ ლეგიტიმაციის მცდელობად – ბოკერია ბარიერის დაწევაზე

54
bokeria

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ამ სიტუაციაში, 2024 წლისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევა არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობაა.

ბოკერიას თქმით, ბარიერის დაწევა უნდა ემსახურებოდეს კრიზისის განმუხტვას, რისთვისაც „საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა“.

„როგორც კი დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, მაშინვე აქტუალური გახდება ბარიერის დაწევა, რომელიც არის ოპოზიციის ერთიანი პოზიცია. მე ვთვლი, რომ 2%-მდე დაწევაც შეიძლება ამ კონკრეტულ ვითარებაში. ბუნებრივია, ეს ყველაფერი კრიზისის განმუხტვას უნდა ემსახურებოდეს, ანუ ამისთვის საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიყურება არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციის მცდელობად, ისე, რომ რეალურად კრიზისი არ განიმუხტოს ქვეყანაში და იყოს ვითარება, როცა ივანიშვილის რეჟიმი ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის აუქმებს არჩევნების აზრსაც კი, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის“. – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის ემზადება, რომლის ფარგლებშიც საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევა იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g