LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, „ცესკოს” მოსამზადებლად დრო სჭირდება

109
ცესკო

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს. საპროტესტო აქციების მონაწილე პარტიებს ხელისუფლებამ უპასუხა, რომ სჯობს, 2020 წლისთვის მოემზადონ, რადგან არც სისტემა და არც არჩევნების თარიღი არ შეიცვლება. 

რადიო “ფორტუნა” დაინტერესდა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნა და რა დრო სჭირდება “ცესკოს” საარჩევნო პროცედურებისთვის, მათ შორის ბიულეტენების ბეჭდვისა და სხვა ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად.

“ცესკოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ამის შესახებ ყველაფერი საარჩევნო კოდექსშია გაწერილი. 

ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში და შეშინებული ივანიშვილი - რას აპირებს ოპოზიცია

ჩვენი მოთხოვნებია: მთავრობის გადადგომა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, დროებითი მთავრობის დაკომპლექტება.

კანონის 128-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე
არჩევნები ტარდება პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებიდან მე-60 დღეს, ხოლო რიგგარეშე არჩევნების თარიღს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.

რაც შეეხება, კონკრეტულ პროცედურებს, როგორც “ცესკოში” გვითხრეს, წინასწარ გამზადებული შაბლონური ვარიანტი არ არსებობს.

ვადებიდან გამომდინარე საარჩევნო ღონისძიებების გრაფიკი არის ხოლმე გაწერილი, ბიულეტენების ბეჭდვას შეეხება თუ ნებისმიერ სხვა პროცედურას. ზოგადად, საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი მანამდე ვერ დამტკიცდება, სანამ არჩევნების თარიღი არ გვეცოდინება. შემდეგ ამის მიხედვით, შედგება გრაფიკი, სადაც გაწერილი იქნება ის ვადები და პროცედურები, რაც გაინტერესებთ”, – აცხადებენ ცესკოში.

შეგახსენებთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ოპოზიციურმა პარტიებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც უმრავლესობის ნაწილმა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები