LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ადგილობრივ ციხეში გადაიყვანეს

1364
dfe7c44c2f650977e5d12d041fc60157-XL

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ადგილობრივ ციხეში გადაიყვანეს. გორის სამედიცინო ცენტრის ექიმი-ტრავმატოლოგი დავით ღვინიაშვილი აღნიშნავს, რომ ექიმზე ფიზიკურ ზეწოლა არ განუხორციელებიათ და მისი ჯანმრთელობის მდგომაროებაც დამაკმაყოფილებელია.

“ბატონი ვაჟა ახლაც იმყოფება უკანონო პატიმრობაში. რაც არის საყურადღებო და დასაფასებელი, ის არ აღიარებს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ფაქტს, აცხადებს, რომ ქართულ მიწაზე იმყოფება. ვიცით, რომ ჯანმრთელადაა. არანაირ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. გვინდა ძალიან ხელისუფლებამ იმოქმედოს და რა ბერკეტებიც გააჩნია გამოიყენოს,” – განაცხადა გორის სამედიცინო ცენტრის ექიმმა ტრავმატოლოგმა, დავით ღვინიაშვილმა.

ხვალ, საქართველოს მასშტაბით ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. 

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართება

აქცია 18 ნოემბერს, სამედიცინო დაწესებულებების წინ,  12 საათზე გაიმართება.

მოძრაობა “თავისუფლება ვაჟა ექიმს” აქციას აანონსებს. ამის შესახებ ინფორმაცია მოძრაობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, “თეთრი ხალათების” აქცია 18 ნოემბერს, სამედიცინო დაწესებულებების წინ, 12 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან ერთადერთ რამეს ითხოვენ: აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზეც ის კატეგორიულ უარს აცხადებს. 

ექიმი: გაფრინდაშვილი არ აღიარებს “საზღვრის კვეთის” ბრალდებას, ამბობს, რომ ქართულ მიწაზეა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები