LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი: გამოიტანეს გამაოგნებელი და ჩვენი ოჯახისთვის გამანადგურებელი განაჩენი

134
1576253773-5df3ba40a826d

უკანონოდ დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საქართველოში მოქმედ ყველა დიპლომატიურ მისიას მიმართავს. ოჯახი იმედს გამოთქვამს, რომ მათი ძალისხმევა შედეგის მომტანი იქნება.

შეგვიძლია თუ არა ვაჟა გაფრინდაშვილის ექსტრადირება მოვითხოვოთ?

„საქართველოში მოქმედ ყველა დიპლომატიურ მისიას,უპირველეს ყოვლისა, გვინდა, დიდი და გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმ საოცარი მხარდაჭერისთვის, რაც 9 ნოემბრიდან, ვაჟა ექიმის დაპატიმრების დღიდან გამოხატეთ ამ პრობლემის გადასაჭრელად.

მიუხედავად, არაერთი მცდელობისა, 20 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გამოიტანეს გამაოგნებელი და ჩვენი ოჯახისთვის გამანადგურებელი განაჩენი – წელიწადი და ცხრა თვე ექიმმა ციხეში უნდა გაატაროს!შესაბამისად, ეს განაჩენი შემაძრწუნებელია არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის, მომლოდინე პაციენტებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის მსოფლიოში, ვისთვისაც ადამიანის უფლებები უმთავრესი ღირებულებაა!

ვიცით, რომ ამ განცდას ერთნაირად ვატარებთ და არ უნდა მოვდუნდეთ. ახლა მოქმედების დროა! გვინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი! ჯანმრთელობა და ბედნიერება გისურვოთ თავისუფალ გარემოში! გისურვოთ ის, რაც ახლა აკლია ვაჟა ექიმს – უკანონო პატიმარს, რომელიც შეიძლება ამ დღესასწაულებს ოჯახისგან მოწყვეტით, ცივ საკანში შეხვდეს! იმედი გვაქვს, რომ მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა, თქვენი ძალისხმევა ძველებურად დიდი და შედეგის მომტანი იქნება! პატივისცემით, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი”,- ნათქვამია გაფრინდაშვილის ოჯახის განცხადებაში.

ცნობისთვის, 20 დეკემბერს, ცხინვალში ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართა, რა დროსაც ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა შეუფარდეს.

ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წელი და 9 თვე პატიმრობა მიუსაჯეს 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები