LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა უფრო მეტად უნდა ამოიღონ ხმა

226
-2019-11-19-10-32-05-403858

უკანონო პატიმრობში მყოფი ქართელი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საერთაშორისო საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდებს. ოჯახი ამბობს, რომ არანაირი სიახლე ოკუპირებული ცხინვალიდან.ასევე, უცნობია როდის ჩაინიშნება პროცესი ოკუპირებულ ახალგორში.

“საერთაშორისო ორგანიზაციებმა უფრო მეტად უნდა ამოიღონ ხმა და განიხილონ ვაჟას შემთხვევა არამარტო, როგორც საქართველოს მოქალაქის, არამედ, ევროგაერთიანების ქვეყნის მოქალაქის. ევროსაბჭოში 47 ქვეყანაა. 47-ვე ქვეყანამ უნდა აიმაღლოს ხმა და გაათავისუფლონ უკანონო პატიმარი ციხიდან”, — განცხადა გაფრინდაშვილის ცოლმა, თამილა ლაფანაშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

პრეზიდენტმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 27-ე დღეა ოკუპანტების უკანონო პატიმრობაშია. ოსი სეპარატისტების მოთხოვნაა ვაჟა გაფრინდაშვილმა აღიაროს, რომ საზღვარი გადაკვეთა, რაზეც ექიმი კატეგორიულ უარს აცხადებს.

ექიმი: გაფრინდაშვილი არ აღიარებს “საზღვრის კვეთის” ბრალდებას, ამბობს, რომ ქართულ მიწაზეა

მამა არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია და საზღვარი გადაკვეთა – ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წელს აგვისტოს ომში მონაწილეობდა მისი ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ. ამბობენ, რომ ომის პერიოდში ვაჟა გაფრინდაშვილი დაჭრილი პაციენტების გადარჩენას ცდილობდა.

ის რუსეთს საქართველოს მტრად მიიჩნევს – ე. წ. КГБ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებზე

ცნობილ ექიმს სახელმწიფო საზღვრის შეგნებულად დარღვევისთვის ორი თვე უკვე შეუფარდეს.გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g