LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვაფრთხილებთ საზოგადოებას, არ მოტყუვდნენ” – “IDS ბორჯომი საქართველო” განცხადებას ავრცელებს

127
ბორჯომი

კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო” ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ყალბი ანგარიშებიდან კომპანიის სახელით ადამიანებს “ბორჯომში” ინვესტირებას სთავაზობენ. “IDS ბორჯომი საქართველო” მოუწოდებს მოქალაქეებს, არ ენდონ მსგავს შეთავაზებებს. კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყალბი ანგარიშების (ექაუნთების) მხრიდან, სამწუხაროდ, ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, ვიდეოები და განცხადებები, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და რომლის საშუალებითაც ადამიანებს სთავაზობენ კომპანია „ბორჯომში“ თანხის ინვესტირებას. აღნიშნული ქმედება აზარალებს როგორც მომხმარებლებს, ასევე აზიანებს კომპანიის რეპუტაციას.

ჩვენი არაერთი მცდელობის – ყალბი ინფორმაციის და ვიდეოების დარეპორტების მიუხედავად, აღნიშნული ინფორმაცია სხვადასხვა სოციალურ ქსელში და პლატფორმაზე უწყვეტად ვრცელდება, ასევე იცვლის გავრცელების წყაროს, რაც ართულებს ჩვენი რესურსით მასთან ბრძოლას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარა თაღლითობის შემცველი ფაქტების გამოძიების მიზნით, ჩვენ უკვე მივმართეთ საქართველოს პროკურატურას. თუმცა, ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი ანგარიშების და მათი მფლობელების იდენტიფიცირებამდე, ვაფრთხილებთ საზოგადოებას, რომ არ მოტყუვდნენ და არ ენდონ მსგავსი ტიპის შეთავაზებებს.

იყავით ყურადღებით და გთხოვთ, მსგავსი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, დაარეპორტეთ ანგარიში”, – აღნიშნულია “IDS ბორჯომი საქართველოს” ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები