LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ გომელაური: „ბოლო პერიოდის განმავლობაში, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებელი გაიზარდა“

136
ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებელი გაიზარდა.

ამის შესახებ მან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრ ნენსი ფეზერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ციფრები ზეპირად არ მახსოვს, თუმცა ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, მოიმატა. სამწუხაროდ, გვინდა თუ არ გვინდა, ბოლო წლებია, მოიმატა, ალბათ, ბოლო ორი წელიწადია დაახლოებით.

თუმცა რეადმისიას ვახორციელებთ, არანაირი პრობლემა არ გვაქვს, პირიქით კოლეგებთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“. – განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ის, რომ დღეიდან, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეებს გამოაძევებენ, სიცრუეა.

შოლცი: საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებს მივაკუთვნებთ, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება – უნდა მოვახდინოთ მათი დეპორტაცია, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს

გომელაურის თქმით, „გერმანიასთან „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმების გაფორმების შედეგად, საქართველოსთვის უფრო მეტი კარი იხსნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g