LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ გომელაური: ომის დაწყებიდან დევნა დაიწყო რუსეთის 246 და ბელარუსის 16 მოქალაქეზე – ამ კუთხით ქვეყანაში კრიმინალის გაზრდის საფრთხე არ გვაქვს

133
63f4c5456c826

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში სამართლებრივი დევნა დაიწყო რუსეთის 246 და ბელარუსის 16 მოქალაქის მიმართ. აღნიშნულის შესახებ გომელაურმა პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შს მინისტრმა განმარტა, ამ მხრივ ქვეყანაში კრიმინალის გაზრდის საფრთხე არ არსებობს.

„ომის დაწყებიდან, ანუ 2022 წელი მთლიანად რომ ავიღოთ, დანაშაული არის 0,5%. რიცხობრივად არის რუსეთის – 246 მოქალაქე, რომელზედაც დევნა დაიწყო, 314 დანაშაულზე. რაც შეეხება ბელარუსს, ბელარუსის 16 მოქალაქეზე დაიწყო დევნა, 18 საქმესთან მიმართებით. მთლიანობაში კი, 0,5% -ია [დანაშაულის რიცხვი] რაც ქვეყანაში მოხდა. ასე რომ, ამ კუთხით, რაიმე საფრთხე, კრიმინალის გაზრდის საფრთხე ქვეყანაში არ გვაქვს“ , – განაცხადა გომელაურმა.

პოპულალურები