LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ “კაბელების საქმეზე” დავა უნდა გაგრძელდეს

81

კითხვაზე, არის თუ არა „კაბელების საქმე“ პოლიტიურად მოტივირებული, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ “არც უმაგისობაა“. დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში უნდა გაგრძელდეს.

“სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულფასოვან შეფასებას ვერ შევძლებ, რადგან დაწვრილებით არც საქმის მასალებს და არც სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ვიცნობ, მაგრამ იმ ინფორმაციაში, რომელიც თავიდანვე მქონდა, დანაშაულის ნიშნები არ ჩანდა. დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება და უზენაეს სასამართლოშიც უნდა გაგრძელდეს – დავა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან როგორც ზოგადად, ასევე ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, გადაწყვეტილება სამართლიანი და კანონის შესაბამისი უნდა იყოს. ერთმნიშვნელოვნად, დღევანდელი მდგომარეობა ისეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა, რომ ითქვას, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის სამართლიანი და შეესაბამება კანონს“, – აცხადებს ხმალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები