LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

287
მარიტა მეფარიშვილი

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული 13 წლის გოგონა 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

სოციალურ ქსელში მარიტა მეფარიშვილის ფოტოები ვრცელდება.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

შეძრული ვარ, მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს: სალომე ზურაბიშვილი

თვითმხილველები ვაკის პარკში მომხდარის შესახებ საუბრობენ: „ფანტანები რომ გამორთეს, მერე ამოიყვანეს, უკვე გაშავებული იყო“

მოხდება უმკაცრესი რეაგირება – პრემიერი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

ყველა თავზარდაცემული ვართ – კანონის შესაბამისად ყველა დაისჯება: კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე

მინისტრის მოადგილე: ბავშვები დილიდან არ იყვნენ გაკვეთილზე, დამრიგებელმა მშობლებს აცნობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g