LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალერი გელაშვილი ისევ დეპუტატი გახდა

454
a58638b

კარლო კოპალიანს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილებით, ვალერი გელაშვილი ჩაანაცვლებს. საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, გელაშვილისთვის სადეპუტატო მანდატის საკითხი განიხილა და მხარიც დაუჭირა.

ვალერი გელაშვილი 1999-2003 წლებში ხაშურის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო საქართველოს პარლამენტში. 2012 წლიდან არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი. 2016 წლამდე იყო კოალიცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტში.

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე დამნაშავედ ცნო

რაც შეეხება გელაშვილის სახელთან დაკავშირებულ გახმაურებულ ფაქტებს, შეგახსენებთ, რომ 2005 წელს მასზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება ედებოდა ბრალად. საქალაქო სასამართლომ სააკაშვილი აღნიშნულ საქმეზე დამნაშავედ ცნო. მასთან ერთად ამავე საქმეზე პასუხისგებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი გია სირაძე მიეცნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები