LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოების აუცილებელ კრიტერიუმებს და მისი სარგებელი აღემატება მის რისკებს – ჯანმომ “ასტრაზენეკა” გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა

51
FORTUNA.GE- (2)

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ “ასტრაზენეკას” ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. 

როგორც ჯანმო-ს მიმოხილვაშია აღნიშნული, “კომპანია “ასტრაზენეკასა” და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად წარმოებული ვაქცინა აკმაყოფილებს უსაფრთხოების აუცილებელ კრიტერიუმებს და მისი ეფექტიანობა და სარგებელი აღემატება მის რისკებს”.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინის გადაუდებელი გამოყენებისთვის დამტკიცება იქნება შესაძლებლობა, ის გამოიყენონ გლობალურად კოვაქსპლატფორმის საშუალებით.

ჯანდაცვის ექსპერტები “ასტრაზენეკას” პრიორიტეტებზე საუბრის დროს იმასაც უსვამენ ხაზს, რომ ვაქცინა შედარებით იაფი და ამასთან ერთად – ხელმისაწვდომია.

ვაქცინით აცრა რეკომენდებულია 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანებისთვისაც და როგორც ექსპერტები ამბობენ, მისი გამოყენება შესაძლებელია “აფრიკული შტამის” შემთხვევაშიც.

ვაქცინის დამტკიცებამდე, 10 თებერვალს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მისი გამოყენების რეკომანდაცია ზრდასრული ასაკის ყველა ჯგუფზე გასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები