კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შესაძლოა, მედიკამენტმა მოასწროს, პრინციპში, ორივეს ხანგრძლივი გამოცდა სჭირდება,- ეს განცხადება თენგიზ ცერცვაძემ “პირველი არხის” ეთერში გააკეთა.
“ძნელი სათქმელია, როდის გამოჩნდება ეფექტური სამკურნალო მედიკამენტი და ისიც ძნელი სათქმელია, ვაქცინა დაასწრებს თუ მედიკამენტი. პრინციპში, ორივეს სჭირდება ხანგრძლივი გამოცდა, მაგრამ სავარაუდოდ, შესაძლოა, მაინც მედიკამენტმა მოასწროს ვაქცინას. ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ წავა პანდემია. თუ პანდემია ისეთი გზით და მასშტაბებით წავიდა, როგორც ახლა მიდის, ანუ მზარდი ტენდენციით, ძალიან სერიოზული ზარალითა და ძალიან სერიოზული პრობლემებით, რაც მსოფლიოს შეუქმნა, მაშინ ეს კვლევები დაჩქარდება, უფრო დიდი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი იქნება მობილიზებული და შესაბამისად, მედიკამენტიც და ვაქცინაც, ან ორივე ერთად უფრო ადრე გამოჩნდება.
მე დავასახელებდი ორ თარიღს – პანდემიის ასეთი მძიმე მსვლელობის შემთხვევაში ეს იქნება შემოდგომა, ხოლო პანდემიის შერბილების, ან მისი დაღმავალი გზით წასვლის შემთხვევაში – ეს იქნება ერთ წელიწადში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.