LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად, ევროპის წამლის სააგენტომ „სინოვაკის“ უწყვეტი მიმოხილვის გადაწყვეტილება მიიღო

59
სინოვაკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „სინოვაკის“ ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად, ევროკავშირის წამლის მარეგულირებელმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის „სინოვაკის“ მიმოხილვის დაწყების შესახებ განაცხადა.  ინფორმაციას „ასოშიეითედ პრესი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს წარმოადგენს პირველ ნაბიჯს მისი ბლოკის წევრ ქვეყნებში გამოსაყენებლად შესაძლო დამტკიცების მიმართულებით.

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ჩინურ ვაქცინაზე მიმოხილვის დაწყება ლაბორატორიული და კლინიკური კვლევების წინასწარ შედეგებზეა დაფუძნებული.

„ეს კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინა იწვევს ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც ებრძვიან კორონავირუსს და შეუძლიათ ავადმყოფობისგან დაცვა“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ევროპის წამლის სააგენტო, რომელსაც ამ დროისთვის დამტკიცებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ოთხი ვაქცინა, დასძენს, რომ ჯერ კიდევ არ მიუღიათ განაცხადი „სინოვაკის“ ვაქცინის გაყიდვაზე ნებართვის მისაღებად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები