LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძე: ხელისუფლებამ უარი თქვა თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ამერიკის მრავალმილიარდიან შეთავაზებაზე

37
გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უარი თქვა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, ამერიკის მრავალმილიარდიან შეთავაზებასა და მფრინავების გადამზადებაზე:

„არსად არ მითქვამს ეს ინფორმაცია და ნუ მეტყვით რა წყაროებიდან მაქვს. უკრაინაში, ომის დაწყების მომენტიდან ამერიკულმა მხარემ, ჩემი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას, [ახლა გახდა ეს ჩემთვის ცნობილი] შესთავაზა მრავალმილიარდიანი პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, რაც ნიშნავს, „ლენ ლიზებიდან“ დაწყებული, სხვადასხვა მექანიზმებით , საქართველოსთვის ზეთანამედროვე შეიარაღების მიწოდებას.

უფრო მეტიც, ამერიკულ წრეებში განიხილებოდა, რომ როცა უკრაინელი მფრინავები გადამზადებაზე წაიყვანეს, წაეყვანათ ქართველი მფრინავებიც. ამაზე ყველაფერზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა. ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი, რომელიც „ოცნებამ“ გადადგა.“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები