ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი, „ტვიტერზე“ წერს, რომ ევროკავშირი უკრაინას დამატებით დახმარებას გამოუყოფს.
“ვბრუნდები მკაფიო გეგმით
1. ამ ომს ბრძოლის ველზე მოიგებენ. ევროპული პარლამენტის ფორუმიდან დამატებით 500 მილიონი ევრო უკვე გზაშია. იარაღის მიწოდება უკრაინის საჭიროებებზე იქნება მორგებული.
2. ომის დანაშაულები: რუსეთის სასტიკი თავდასხმა კრამატორსკში დაუცველი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კვლავ აჩვენებს კრემლის სრულ უპატივცემულობას ადამიანის სიცოცხლის მიმართ. ეს მხოლოდ გაზრდის ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ: ხვალ შეხვედრა გაიმართება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან, რომ განვიხილოთ მორგებული მხარდაჭერა.
3. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე. უკვე დავაწესეთ მასიური სანქციები, თუმცა საჭიროა გაკეთდეს მეტი ენერგეტიკის სექტორში, ნავთობის ჩათვლით.
4. ოთხშაბათს, ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს, რათა განვიხილო შემდეგი ნაბიჯები”
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
Touched by the resilience, determination and hospitality of @ZelenskyyUA & @Denys_Shmyhal.
I return with a clear to do list:
1. This war will be won on the battlefield. Additional €500 million from the #EPF are underway. Weapon deliveries will be tailored to Ukrainian needs. pic.twitter.com/Jgr61t9FfW
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) April 9, 2022