LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვდებ პირობას, ძალიან მალე ჩვენ ჩამოვიტანთ მაღალი ხარისხის ვაქცინას, რომელსაც ვაჩუქებთ ხალხს – გიორგი ჩალაძე

130
GIORGI CHALADZE

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის თანადამფუძნებლის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, პანდემიის დაწყებიდან მთავრობებისა და მმართველი ეშელონების მიმართ ყველა ქვეყანაში ისმის კითხვები. მისი თქმით, არც ერთი საკითხი არ ყოფილა, რაც ხელისუფლებამ თავდაპირველი შეპირების მიხედვით გადაწყვიტა. ამ თემაზე მან გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა.

 

გიორგი ჩალაძე:

ყოველთვის, პანდემიისას, თუ მის გარეშე, მთავრობას, მმართველებს  ხალხი უნდა ენდობოდეს  და მათ სიტყვებს დამაჯერებლობა უნდა ახლდეს. პანდემიის განმავლობაში, არც ერთი საკითხი არ ყოფილა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ, ან მმართველმა გუნდმა თქვა და თავდაპირველი შეპირების მიხედვით გააკეთა, არც საზოგადოების მხრიდან ყოფილა ნდობის ფაქტორი მათ მიმართ. პირველი დღიდან, როგორც ინფიცირების, ისე გავრცელების ძალიან საეჭვო ციფრებს ასახელებდნენ, ბევრ მონაცემს მალავდნენ, ან ცვლიდნენ და ისე გვაწვდიდნენ, თითქოს ეს იყო სიმართლე. ხალხის კითხვებზე, სამწუხაროდ, ყოველთვის არის დამცინავი პასუხები. თითქოს ჩვენ მათი ვალი გვაქვს. აი, მაგალითად ტესტირების საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. გაჩნდა თუ არა ინფორმაცია ახალი ვარიანტის გავრცელების შესახებ, ყველა ტესტის მწარმოებელმა კომპანიამ დაიწყო ტესტების კვლევა და ინფორმაციის განახლება, არის თუ არა ტესტები ვალიდური და აღმოაჩენენ თუ არა ისინი კოვიდის ახალი ვარიანტს. დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს, რომ სამ ტესტს შეეხო ახალი ვარიანტი და მათი ეფექტურობა დაიკარგა. ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ კომპანიის სისტემა, რომელიც აწარმოებს მსოფლიოში ჩატარებული ტესტების 50 პროცენტს, პირველადი მონაცემებით, ვერ აღმოაჩენს ახალ ვარიანტს ისე, როგორც ეს უნდა ხდებოდეს იდეალურ შემთხვევაში. საქართველოს პისიარ ტესტები სწორედ ამ კომპანიისგან აქვს ნაყიდი. თუკი ეს კომპანია ატარებს ტესტებს და ის ვერ აღმოაჩენს ახალ შტამს, გამოდის, რომ შესაძლოა, ჩვენ გვყავს ბევრად მეტი დაავადებული ახალი შტამით და ეს არ ვიცით.

რაც შეხება ვაქცინებს, საქართველოში პირველად შემოვა ის ვაქცინა, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გვაჩუქებს. ჩვენ მას უნდა ვთხოვოთ, რომ დაგვეხმაროს ჰუმანიტარულად. საქართველოში შემოვა ვაქცინა, რომელიც იქნება სანდო. ჩნდება განცდა, რომ ეს რიტორიკა ვაქცინებთან მიმართებაში არის იმისთვის, რომ მათ არ აწყობთ ვაქცინის მომთხოვნი საზოგადოება. დღეს ამბობენ, რომ საქართველოში რა ვაქცინა შემოვა, ამას სხვა გადაწყვეტს. რას ნიშნავს ეს? ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ყველას, ტიკარაძიდან დაწყებული, პრემიერამდე დამთავრებული. რატომ არ ვიცით ზუსტად, რამდენი ადამიანია რისკჯგუფში, ხომ არ შეირჩა ეს ჯგუფები თანამდებობის პირების ოჯახებიდან და აქ ვერ მოხვდებიან „ჩვეულებრივი ადამიანები“.

აქ ნამდვილად შეეცდებიან ჩინური ვაქცინების შემოტანას, მაგრამ საზოგადოებამ უნდა დასვას მკაცრი კითხვები. ბევრი კარგი ვაქცინა შემოვა და სამ ვაქცინაზე ჩაციკვლა არ ღირს. ახლა მთავარია, ხალხმა, რომელიც მუშაობს ვაქცინის შემოტანაზე, გააგრძელოს მოლაპარაკებები, მაგრამ იცით, რომ  ექიმებს ტრენინგები ჯერ კიდევ არ გაუვლიათ ვაქცინაციაზე?

დღეს ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გადარჩეს, არადა, ჯანდაცვის სისტემა ნულზეა ჩამოსული. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მაღალი დონის სამედიცინო პერსონალთან ერთად, ჩამოვიტანთ მაღალი ხარისხის ვაქცინას, ეს იქნება დიდი ჰუმანიტარული აქცია. ჩვენ ამ ვაქცინას ხალხს ვაჩუქებთ და ეს იქნება ძალიან მალე, რაც მთავარია, უფასოდ. ამის პირობას ვდებ პირდაპირ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები