LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაალ კოკაია: „ვაქცინა არ აქვეითებს მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციას!“

222
zaalkokaia

ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი, ღეროვანი უჯრედების და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიისა და რეგენერაციული მედიცინის „StemTherapy-ს“ სტრატეგიული კვლევითი პროგრამის კოორდინატორი, ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში

„ვაქცინა არ აქვეითებს მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციას!

როგორც ვიცი, საქართველოს მოსახლეობის ნაწილი თავს იკავებს ვაქცინაციისგან ანტივაქსერების მიერ მოგონილი კიდევ ერთი ლეგენდის გამო, რომელის თანახმადაც რნმ ვაქცინით (ფაიზერი და მოდერნა) აცრა აქვეითებს მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციას. სავარაუდოდ, ეს მითი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ თავად კოვიდინფექციამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მამაკაცის სასქესო უჯრედებზე (https://rep.bioscientifica.com/…/rep/161/3/REP-20-0382.xml)

ახლახან, მაღალრეიტინგულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ (https://jamanetwork.com/journals/jama/fullarticle/2781360) თვალნათლივ აჩვენა, რომ მეორე აცრიდან 70 დღის შემდეგ მამაკაცებში სპარმატოზოიდების, ანუ სასქესო უჯრედების რაოდენობა და მათი მოძრაობის უნარი არათუ დაქვეითებული, მცირედით მომატებულიც კი იყო. იმის გათვალისწინებით რომ ახალი სპარმატოზოიდების განახლების ციკლი უფრო ხანმოკლეა, ვიდრე 70 დღე და თავად ვაქცინაციით წარმოქმნილი სპაიკ პროტეინები ძირითადად მოქმედებს ინიექციის მიდამოში (მკლავში) და სისხლში ცირკულირებს მხოლოდ რამდენიმე დღე და თანაც ძალიან დაბალი კონცენტრაციით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინას არანაირი გავლენა არ აქვს მამაკაცის გამრავლების ფუნქციაზე.

დასკვნა: ვაქცინა არ ახდენს გავლენას მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე. პირიქით, აცრა გიცავთ კოვიდინფექციისგან, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს ამ ფუნქციის დაქვეითება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები