LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოსიპედით სეირნობა დიაბეტისგან დაგიცავთ

628

დანიელი მედიკოსების დასკვნით, ველოსპორტის მოყვარულებს სხვებთან შედარებით, არა მარტო კარგი ჯანმრთელობა აქვთ, არამედ მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებისგანაც დაცულები არიან.

სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის 5-წლიან ექსპერიმენტში 50 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ექსპერიმენტის დაწყებამდე მოხალისეებმა ანკეტა შეავსეს და დეტალურად უპასუხეს კითხვებს საკუთარ ჯანმრთელობაზე, სპორტულ აქტივობებსა და ველოსპორტით გატაცებაზე. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, სპეციალისტებმა ანკეტირება კიდევ ერთხელ ჩაატარეს, შედეგების გაანალიზების შემდეგ კი, აღმოაჩინეს, რომ ველოსეირნობებს მართლაც საოცრების მოხდენა შეუძლია, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ნამდვილ ველომოყვარულებს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი 20%-ით ნაკლები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც პასიური ცხოვრების წესით ცხოვრობს და იშვიათად სეირნობს სუფთა ჰაერზე.

მეცნიერების განცხადებით, მსგავსი შედეგი საკმაოდ მარტივად აიხსნება – მხოლოდ ველოსიპედი, როგორც ტრენაჟორის ერთ-ერთი სახე, უზრუნველყოფს სწორ და თანაბარ დატვირთვას თითქმის მთელ ორგანიზმზე და აფერხებს იმ დაავადების გამომწვევ აგენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ შაქრის დიაბეტისა და სხვა დაავადებების განვითარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g