LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციაში დელფინების გამოჩენის შემდეგ, პორტუგალიაში დინოზავრები, ავსტრალიაში კი გიგანტური ობობები გამოჩნდენ (ფოტო)

672
pjimage

მარტში სოციალურ ქსელებში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ვენეციაში კარანტინის პერიოდში წყალი იმდენად გასუფთავდა, რომ არხებში დელფინები გამოჩნდნენ. რეალურად წყალი მართლაც გაცილებით სუფთად გამოიყურება, თუმცა დელფინები ნამდვილად არ დაცურავენ.

 

ამ “FAKE  NEWS”-ის შემდეგ, აპრილის დასაწყისში, მსგავსი ტიპის ცრუ ინფორმაციები მთელ მსოფლიოს მოედო. ადამიანები “ფოტოშოპის” დახმარებით, ქვეყნების სხვადასხვა ქალაქების ფოტოებში ცხოველების და უცნაური არსებებს “სვამდნენ” და ავრცელებდნენ. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

 

ეს ლისაბონია, აქ ქუჩებში დინოზავრები დასეირნობენ.

“ყველა კარანტინის რეჟიმშია, დინოზავრები საბოლოოდ დაუბრუნდნენ ლისაბონის ქუჩებს. ბუნება იკურნება, ვირუსი ჩვენ ვართ” – ამ სათაურით ვრცელდება ფოტო სოციალურ ქსელში.

ეს კი ავსტრალიაა, აქ სახლების სახურავებზე გიგანტური ობობები დაცოცავენ.

პოლონეთში კარანტინის პერიოდში მითიური არსებები გამოჩნდნენ.

ჩერნობილში კი სამფეხა კატა დასეირნობს.

სანკტ-პეტერბურგში მდინარე ნევას არხები ისე გაიწმინდა, რომ იქ პეტრე პირველი დაბრუნდა. ბუნება ცოცხლდება” – ამ სათაურით კი ეს ფოტო “ტვიტერზე” გავრელდა.

მაშინ, როდესაც იტალიაში დელფინები დაბრუნდნენ, იაპონიის წყლებში ეს საშიში არსებები დაცურავენ.

სოციალურ ქსელში დათვის ფოტოც გამოჩნდა წარწერით: “ყველას გვაინტერესებს, რომელი ქალაქი აირჩიეს დათვებმა?”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები