LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებულ კანონს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ რეკომენდაცია არ გაუწია

178
x91n7922em1v04d

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ ინიიცირებულ კანონს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ რეკომენდაცია არ გაუწია, – აღნიშნულის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტი გამოქვეყნდა.

ვენეციის კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინისა და საქართველოს და მოლდოვას კონტექსტი ერთმანეთისგან განსხვავებულია და საქართველოს არ გამოადგება ის მიდგომა, რომელიც უკრაინაში იყო.

„ვენეციის კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ იქნეს მიღებული. საქართველოს ხელისუფლებამ კი ქვეყანაში ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად:

1. განახორციელოს არსებული სისტემური ღონისძიებების სიღრმისეული და ყოვლისმომცველი ანალიზი, ასევე საქართველოს ნაკლოვანებები სტრუქტურის, უფლებამოსილებებისა და კოორდინაციის თვალსაზრისით;

2. შეიმუშაოს მაკორექტირებელი, დამატებითი კანონმდებლობა ან ზომები, რომლებიც მოიცავს:

ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებას;

მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებასა და პრევენციას GRECO-ს რეკომენდაციების შესაბამისად;

სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვას;

მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელების გამჭვირვალობის გაძლიერებას;

ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის შემდგომ გაძლიერებას, ასევე იურიდიული პირებისა და შეთანხმებების გამჭვირვალობას… დროულ და ეფექტურ ხელმისაწვდომობას სასარგებლო საკუთრების ინფორმაციაზე, MONEYVAL-სა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად;

პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების გაძლიერებას; ასევე, არსებული კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას;

საგადასახადო კანონმდებლობის გაუმჯობესებას”, – ნათქვამია დოკუმენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g