LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერანდა, ჩუქურთმები, ყვავილები – ლეონარდო დიკაპრიოს ახალი, 7 მილიონიანი სახლი ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ უბანში

860
leonardinews45

ცოტა ხნის წინ ლეონარდო დიკაპრიომ კიდევ ერთი სახლი შეიძინა. ამჯერად 46 წლის მსახიობმა არჩევანი ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში ლოს-ფელიზში მდებარე ფეშენებელურ სახლზე შეჩერდა. სახლის მფლობელები ჯესი ტაილერ ფერგიუსონი და მისი მეუღლე ჯასტინ მიკიტი იყვნენ, რომლებმაც 2013 წელს ის 6 მილიონად შეიძინეს.

სახლი 1928 წელს აშენდა და ის ოთხი საძინებლისა და სააბაზანოსგან შედგება, ჯამში უძრავი ქონების ფართი 5 ათასი კვადრატული მეტრია. ცნობილია, რომ დიკაპრიოს სწორედ 20-იან წლებში აშენებული სახლები უყვარს, მაგალითად 2018 წელს მან მუსიკოს „მობისგან“ სახლი 5 მილიონ დოლარად შეიძინა. რაც ეხება ახალ სახლს, აქ 1998 წელს მომღერალი გვენ სტეფანიც ცხოვრობდა, თუმცა სახლი მალევე გაყიდა. სახლი მთლიანად ჩაფლულია ყვავილებში, აქ ყვავილებს შეხვდებით ყველგან აივანზე, ვერანდაზე, ეზოში. ის ძველი იტალიური სტილის გათანამედროვებული ვერსიაა, თეთრი და მწვანე ფერების გასაოცარი სინთეზით, ძველი სტილის აუზით, დახვეული კიბეებითა და მოჩუქურთმებული მოაჯირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები