საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. პრემიერი საარჩევნო უბანზე მეუღლესტან ერთად მივიდა.
„წინასაარჩევნო გარემო აკმაყოფილებდა ყველა სახის მოთხოვნებს. რა თქმა უნდა, მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობებს. ეკონომიკურ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ დასავლულ სახელმწიფოს. სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების ფასი, ღირსების ფასი და მივეცი ხმა ისეთ სახელმწიფოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ და, რა თქმა უნდა, ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება. მომავალს მივეცი ხმა“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველო მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევს.
