LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი – მეუფე იაკობი მელიაზე

418
BeFunky-collage (7)

პროკურატურას არ უნდა შეეტანა პარლამენტში, არც 88 კაცს არ უნდა მიეცა ხმა, – ასე ეხმაურება ბოდბელი მიტროპოლიტი “ნაციონალური მოძროაბის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას გარშემო მიმდინარე პროცესებს.

“სინოდშია ხოლმე განსხვავებული აზრი და პარტიაში ყველას ერთი აზრი როგორ უნდა ჰქონდეს. მოხდა ისე, ვერ დამიჭერთო და არ გაგატანთო. ვნახეთ, მივიდნენ და ზოგიერთი ოპოზიციის ლიდერი გარბოდა და შეატოვეს მელია. წამოვიდა ამერიკიდან და ევროპიდან მძიმე განცხადებები. რამდენ ხანს გაგრძელდება? ხელისუფლებამ, კი არა და  პროკურატურამ თქვა, თუ გადაიხდისო გირაოს, გავუშვებთო.

ამას მსოფლიო ხომ უყურებს, თუ არ გადაიხდის, როგორ შეხედავენ, ლიდერად შეხედავენ? ხომ არ შეხედავენ ლიდერად. მელია ვერც განდი გახდა უცხოელებისთვის, ვერც მანდელა და ვერც სერვანტესი”.- განაცხადა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგების სემდეგ ჟურნალისტებთან.

სამართალდამცველებმა ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. მანამდე კი, სპეცრაზმმა ენმ-ს ოფისში ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გაუშვეს, რასაც შემდგომ ნიკა მელიას დაკავება მოჰყვა.

ნიკა მელიას საქმეზე ადვოკატების სარჩელი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს

“მთელი საქართველო და მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს და ვაშაძეს ხმა არ ამოუღია, გული მწყდება” – ნიკა მელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g