ნანუკა გოგიჩაიშვილი გარდაცვლილ მამას დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს:
“2017 წელს ამ სიტყვებით მომილოცია შენი დაბადების დღე : “ისე მიყვარხარ ჩემი შვილი მგონიხარ!” შვილის და მშობლის სიყვარული ალბათ ერთ-ერთი უდიდესი ამოუხსნელი ფენომენია , მიყვარხარ ყველაზე , ყველაფერზე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰაერზე მეტად ! რა ლამაზი ხარ , რა კეთილი , რა ანგელოზი ….
სულ მინდა უამრავი ვწერო, მაგრამ სიჩუმეს ვირჩევ რადგან იმხელა სიტყვის მარაგი არც მექნება გადმოვცე შენდამი აღფრთოვანება და სიყვარული .
გააზრებულად ბავშვობიდან არჩეული მქონდა საყვარელი ადამიანების , მშობლების ასაკი არასდროს გამეგო , რაღაცისგან თავდაცვის მექანიზმი მქონდა ამორჩეული “ასაკის არ ცოდნით” დღემდე
ქვეცნობიერში ვიცი ეს ციფრები მაგრამ გამქრალია, ვიცი რომ უსასრულო სინათლე და ანგელოზი ხარ მისიით დაბადებული, ყველაფერი რომ გვასწავლე გვანახე და ანგელოზად გადაიქეცი .
დაბადების დღეს გილოცავ მაა , მიყვარხარ პაღუნიაა”- წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.
ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი 51 წლის ასაკში 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა.