LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება“ – მორგოშია

1098
თბილისი პრაიდი

პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური პარტია „ალტ-ინფოს“ ლიდერის, კოკა მორგოშიას განცხადებით, „8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება“.

მორგოშიას ამ კომენტარს ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ Telegram არხი ავრცელებს:

„8 ივლისს, პრაიდის ფესტივალის დღეს, ქალაქში შესაძლოა შეიქმნას დაძაბული ან პოტენციურად სახიფათო სიტუაციები“ – ინსტრუქციები პრაიდის ფესტივალის მონაწილეთათვის

„8 ივლისი ასევე ძალიან დიდი შინაარსის დღეა და არაფრით არ ჩამოუვარდება 5 ივლისს. პირდაპირ გეტყვით, 8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება, “– ამბობს მორგოშია.

Tbilisi Pride-ის განცხადებით კი, ხვალ ღონისძიება დახურულ ფორმატში წელს მესამედ გაიმართება. ორგანიზაციის ცნობით, „რადიკალურ ჯგუფებს პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით, საზოგადოება შეცდომაში განზრახ შეჰყავთ“, როდესაც „ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ თბილისის ქუჩებში ე.წ. „გეი აღლუმი“ ტარდება“.

Tbilisi Prid-ის განცხადებით ამით „საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში სიძულვილი გაღვივებას“ ცდილობენ. ამასთან, ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ მათ აქვთ მყარი გარანტიები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ ფესტივალს დაიცავენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში პრაიდის კვირეული 1-8 ივლისს გაიმართება. ხვალ კი, კვირეულის ფარგლებში ფესტივალია დაგეგმილი.

„რა გავაკეთო, მე ავიღო პასუხისმგებლობა? ძალადობისკენ არავის მოვუწოდებთ“ – ჯაღმაიძე LGBT ფესტივალის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g