ჰოლივუდის მსახიობი, იუნისეფი-ს კეთილი ნების ელჩი, ანჯელინა ჯოლი უკრაინას ეწვია.
ვარსკვლავი ლვოვის ერთ-ერთ ყავის მაღაზიაში დააფიქსირეს.
ვიდეოს უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ მსახიობი, რომელიც უკრაინის ერთიანობისთვის ლოცულობდა, კიევში ჰუმანიტარული მისიით ჩავიდა.
მსახიობის ვიზიტის კადრები გაავრცელა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომაც.
“ის უკრაინას ჰუმანიტარული მისიით სტუმრობს, როგორც გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ლტოლვილთა საკითხებში. მიირთვით ყავა, ანჯელინა, გემრიელია” – წერს ანტონ გერაშენკო.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ანჯელინა ჯოლიმ რომის ერთ-ერთ პედიატრიულ საავადმყოფოში უკრაინიდან ევაკუირებული ბავშვები მოინახულა.