კომპოზიტორმა და მომღერალმა ნატო გელაშვილმა, ასევე მომღერალ შვილებთან, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეებთან ერთად გადაცემაში “მიმღერე” სიმღერა “აპრილს მოაქვს სევდა ლურჯი” შეასრულა.
საგულისხმოა, რომ ამ სიმღერის კომპოზიტორი თავად ნატო გელაშვილი გახლავთ.
„დიდი ხანი გაურბოდა ჩემი სიმღერების მღერას… ( განსაკუთრებით რომანსების). ასე მეუბნებოდა. ასაკი სჭირდება შენს სიმღერებს, რომ ბოლომდე შეიგრძნო და მთელი არსებით იმღეროო…
ლუკა ჭოხონელიძე, როცა შენ მღერი, მე ბედნიერი ვარ!..“, – წერდა რამდენიმე ხნის წინ ნატო გელაშვილი.
ამავე თემაზე:
„ცოტაც და საპატიო წოდება „ბებია“ მომენიჭება“ – ნატო გელაშვილი ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს
გიორგი ჭოხონელიძე: „ბიჭია, ბიჭიი!.. პატარა ლუკა ჭოხონელიძე გვეყოლება მე და ანეს“